SABA Reader
LeavingStone
1.3 4.1mb

SABA Reader ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" უფასო აპლიკაციაა, რომელიც სპეციალურად iPhone და iPad მოწყობილობებისთვის შეიქმნა.

თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ "საბას" ელექტრონული წიგნების სახლში, შეიძინოთ თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა, შექმნათ თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა და SABA Reader-ის საშუალებით წაიკითხოთ თქვენი წიგნები ნებისმიერ დროსა და ადგილას, ინტერნეტის გარეშე, iPhone, iPad-სა და iPod Touch-ში.

"საბას" ელექტრონული წიგნების წაკითხვა ასევე შესაძლებელია კომპიუტერში, ონლაინ წამკითხველის ან Saba Windows Offline Reader -ის საშუალებით. "საბას" ელექტრონულ წიგნებს Kindle, Nook და Sonny Reader-ის მფლობელებსაც სთავაზობს.

დარეგისტრირდით "საბას" ელექტრონული წიგნების სახლში, შექმენით თქვენი ელექტრონული ბიბლიოთეკა, ჩამოტვირთეთ SABA Reader თქვენს iOS მოწყობილობაში, გამოიყენეთ საიტზე რეგისტრაციის e-mail და პაროლი და იკითხეთ ყველგან!

"საბას" ელექტრონული წიგნების სახლში შეძენილი წიგნები ავტომატურად სინქრონიზირდება თქვენს iOS ბიბლიოთეკასთან, მათ ჩამოსატვირთად წიგნის ყდაზე ერთხელ შეხებაა საჭირო.

თქვენ ერთხელ იძენთ წიგნს და ის თქვენთვის ყველა მოწყობილობაში ხელმისაწვდომია.


აპლიკაცია შექმნილია LeavingStone-ისა და LemonDO-ს მიერ.

Content rating: Rated 4+

Requires OS: 5.0

Supported Devices:
- iPad
- iPhone
- iPod Touch

...more ...less